"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის შეძენა "რეალსა" და პსჟ-ს სურთ, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის მტკიცებით, პარიზული კლუბი მზადაა ნორვეგიელის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამან შეიძლება გუნდში ლეო მესის, სერხიო რამოსისა და ნეიმარის მომავალზე იმოქმედოს.
"რეალი" კილიან მბაპეს გადაბირების გეგმაზე მუშაობს, თუმცა პარალელურად ჰოლანის სახით მის ალტერნატივაზე ფიქრობს.
"რეალი" კილიან მბაპეს გადაბირების გეგმაზე მუშაობს, თუმცა პარალელურად ჰოლანის სახით მის ალტერნატივაზე ფიქრობს.
ამ სეზონში ჰოლანმა კლუბში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 39 გოლი გაიტანა.