"მათი ცოცხლად ყურება შთამბეჭდავია" - რა თქვა "ტორინოს" მწვრთნელმა "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა მატჩის შემდეგ "პარტენოპეის მისამართით აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მეტოქისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

"დღეს ბევრ მომენტში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. სპალეტის შესანიშნავი იდეები აქვს. "ნაპოლის" ცოცხლად ყურება შთამბეჭდავია, "პარტენოპეის" ტექნიკური, ამავდროულად ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - განაცხადა იურიჩმა.

შეგახსენბეთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ტორინო" კი 37 ქულით მე-11 ადგილზეა.

alt

როდესაც გუნდელის გატანილი გოლი საკუთარზე მეტად გიხარია - რა რეაქცია ჰქონდა კვარას ნდომბელეს გოლზე [PHOTO]

alt"ტორინოს" პირჯვარის გადაწერამაც არ უშველა - კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარა უფრო ადრე და სწორად იწერს პირჯვარს და იმიტომ არ გაუმართლათ მაგათ.
მარი
17:19 21-03-2023
0
სიჭინავაა ტორინოს მწვრთნელი?
Emre
18:23 20-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული