1000 სტუმარი კრუიზზე - "ნაპოლი" ჩემპიონობას გრანდიოზულად აღნიშნავს

AutoSharing Option
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს მესამედ მოგებასთან ახლოსაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 19 ქულით უსწრებს.

La Repubblica-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონობის აღსანიშნავად საკრუიზო გემზე 1000 სტუმარის მოწვევას აპირებს.

"ნაპოლის" ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ქალაქის მუნიციპალიტეტი და კლუბი სკუდეტოს აღსანიშნავ სამზადისს უკვე შეუდგნენ. "პარტენოპეიმ" მსგავსი წვეულება ადრეც მოაწყო, როდესაც დიეგო მარადონამ გუნდს ნანატრი ტიტული მოაპოვებინა, თუმცა ამჯერად ყველაფერი უფრო გრანდიოზული იქნება." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია
A-ს მორიგ მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

altნეაპოლში სკუდეტოს მოპოვების დღეს საგიჟეთი იქნება - ქალაქის მერი გულშემატკივრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

altლობოტკა კვარაცხელიას აქებს და "ლივერპული" ეპატიჟება - ის და ვაისი სლოვაკეთში აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა გავიგე კრუიზიოო?! რა კრუიზი, რის კრუიზი. ბოდიში კვარაცხელიებს თუ დავასწარი და მათ მაგივრად ვლაპარაკობ, მაგრამ ნაპოლი დაპატიჟებულია კოლხეთში "ოქროს ფეხიანი კვარას" ქორწილში!!! გაიგეთ??? ასეა ეს!
ვაჟა მასწავლებელი
17:46 23-03-2023
7
გია პაპა შორიდან მეც ეგრე მეგონა, მაგრამა ახლოს რომ მივედი ვნახე, რომა ნაპოლი იუვენტუსს მაინც ძაან უსწრებდა.
ვაჟა მასწავლებელი
17:42 23-03-2023
1

სიახლეები პოპულარული