FourFourTwo: "ლივერპული" კიმის სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
FourFourTwo-ს ცნობით, "ლივერპული" "ნაპოლის" სამხრეთკორეელი მცველის, კიმ ინ ჯეს შეძენითაა დაინტერესებული.

წყაროს თანახმად, მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 68 მილიონი ევრო გადაიხადონ, კონკურენციას კი "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უწევენ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმდე" კიმი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გამოდიოდა, 18 მილიონის სანაცვლოდ კი წლევანდელი სეზონის სერია A-ს ლიდერს შეუერთდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" მაისური 35 შეხვედრაში მოირგო და თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული