ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსული ნაკრებებისა და კლუბების სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.

"ჩემი პირადი აზრი ასეთია, რომ ვიდრე ომი არ შეწყდება, ჩვენთვის რაიმეს შეცვლა ძალიან ძნელი იქნება. რუსი სპორტსმენების გამო გული მიკვდება, რომლებიც არაფერში არ არიან დამნაშავენი და ჩვენს ტურნირებში ნორმალურად არ შეუძლიათ მონაწილეობა.

ვიდრე ეს ომი გრძელდება, ვიდრე გრძელდება ეს უგუნურება, ზეწოლის ასეთი ფორმა უნდა იყოს", - ციტირებს ჩეფერინს The Times-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გული გიკვდება, ყოველთვის პრივილეგიებს აძლევდით. ყოველთვის უსუსტეს ჯგუფში ხვდებოდნენ ხოლმე. გული უკვდება თურმე...
ლევანი
18:01 06-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული