"მსაჯი ბრწყინვალე იყო" - კაპელომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან "როსონერისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იშტვან კოვაჩმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამაში საკამათოს ვერაფერს ხედავს.

"კოვაჩმა ბრწყინვალედ იმსაჯა. იტალიაში მატჩები ხშირად ფერხდება, რადგან მსაჯები მოთამაშეებისთვის ბარათების ჩვენებას ხშირად ერიდებიან. მან კი საპირისპიროდ იმოქმედა. 

რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, "ნაპოლიმ" შესანიშნავად ითამაშა. "მილანიდან" კი მაიკ მენიოს გამოვარჩევდი, ფრანგმა "როსონერის' ყველა ფეხბურთელს აჯობა" - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსპალეტიმ

ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
იცის ამ კაცმა და რა გავაკეთოთ ეხლა
გულიტი
13 აპრილი 2023 22:23
5
ვაი შენს პატროონს.)))კიდევ ერთი შურიანიც გამოვავლინეეთ .სუდიას რაა...
დათო
13 აპრილი 2023 20:16
1
იმდენი შენი, კვარაზე 100% ყვითელი იყო და ჯარიმაც არ მისცა, საპასუხო კონტრშეტევაზე კი გაცილებით ნაკლები სიმძიმის ჯარიმაზე ეგრევა აკიდა ყვითელი ანგისას.
ირაკლი
13 აპრილი 2023 19:51
1
ბრწყინვალე იყო მსაჯი, რათქმა უნდა
კიმი და ანგისა მოტეხა განმეორებითი თამაშიდან. მეტი როგორ დახმარებოდა მილანს
თენგო
13 აპრილი 2023 16:30
1
კაპელო- სიდედრი მილანელი გყავს თუ რუმინელი
სვანსკი
13 აპრილი 2023 14:29
0
დაბერდა ეს კაცი და რა გინდა რომ ქნა? ლეაო არ იყო გასაფრთხილებელი? კუთხურის ალამი რომ დაამტვრია? ცხენს ვერაფერი უქნა და უნაგირს ამტვრევდაო. ეს გამოთქმა შეესაბამება გუშინ ლეაოს. ესეთი არაობიექტური მსაჯობა კარგა ხანია არ მინახავს
დავით 67
13 აპრილი 2023 14:21
1
ჯერ მილანის ფეხბურთელი იყო,მერე კი მწვრთნელი და რა თქმა უნდა მისთვის ბრწყინვალედ იმუშავა.რეალურად მსაჯმა არა მხოლოდ ამ მატჩის,არამედ ორ რაუნდიანი დაპირისპირების საბოლოო შედეგზეც იქონია დიდი გავლენა,როცა მილანს წამყვანი ფეხბურთელი შეუნარჩუნა და ნაპოლის კი,ორი ფეხბურთელი გამოაკლო,განმეორებითი მატჩისათვის.არა და მილანელის არ დაჯარიმებას,გაფრთხილებაზე აღარაფერს ვიტყვი და ამის ფომზე ნაპოლელების აღშფოთებას მოჰყვა ნეაპოლელთა გაფრთხილებებიც და ეს მხოლოდ მსაჯის სინდისზეა.მთელ მატჩში მილანი 15 ჯერ დაჯარიმდა,ნაპოლი კი 11-ჯერ.ამას დაამატეთ,ლეაოს მიერ,კუთხურის ალმის დამსხვრევაც,რაც ულაპარაკოდ გასაფრთხილებელი იყო და არ გააფრთხილა. მიუხედავად ამისა,ნაპოლის 6 გაფრთხილება მისცა მსაჯმა,მილანელთა ორის წინააღმდეგ.იქაც ერთი,მატჩის ბოლოს,ნეაპოლელ ფეხბურთელს რომ წაეკიდა,მის გამო გააფრთხილა,სხვანაირად,ვერაფრით ვერ მოიქცეოდა.ერთი სიტყვით,ნაპოლის წინააღმდეგ,მილანურ კლუბებს,ჩემპიონატშიც(ინტერი) და ლიგაზეც,მაგრად ეხმარებიან მსაჯები.ისე,ჯერ კიდევ 1981 წელს,დინამოსთან ფეინოორდის მატჩი რომ ფრანც ვიორერმა არნახული უნამუსობით იმსაჯა და არ დასაჯეს,უკვე მაშინვე ვფიქრობდი,რომ უეფას თავისი მსაჯები ჰყავდა,თავისებურ კილერებად.ამის რწმენა მაშინ განმიმტკიცდა,როცა 1986 წელს,იგივე მსაჯმა,უკვე თასების მფლობელთა თასის ფინალი იმსაჯა, კიევის დინამოს მონაწილეობით და კვლავაც გასაოცარი უნამუსობით,უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს უეფაში შესვლის დროს კი,უკვე უეფას კომისრად მუშაობდა და საქართველოშიც ჩამოვიდა,სტადიონების მდგომარეობის შესამოწმებლად,ევროტურნირებზე ქართული გუნდების თამაშების წინ.მაშინ მან ქართველი თანმხლები პირის შეკითხვას,გახსოვს თუ არა ფეინოორდის და დინამოს მატჩიო,არ მახსოვსო,უპასუხა და ამი9თ ფაქტობრივად დაადასტურა,რომ ის მართლაც უეფას სურვილების გამტარებელი იყო,მოედნებზე.არც მაშინ აწყობდათ საბჭოთა გუნდების გასვლა ფინალში და ახლაც,ურჩევნიათ ისევ გრანდებმა ითამაშონ შემდგომ ეტაპებზე,ვიდრე არც თუ მდიდარმა და სახელიანმა ნაპოლიმ.მილანი ხომ ტიტულებით მეორე გუნდია,ევროპაში!ეს ბოლო თამაში,მაინც ჰიპოთეზის დონეზეა,ეჭვის მიზეზი,მაგრამ ვიორერის შემთხვევაში,ეჭვიც არ მეპარება.მისმა უეფას წარმომადგენლობამ,სამსაჯო კარიერის დასრულების შემდეგ,საბოლოოდ დამიდასტურა ,მაშინდელი მიხვედრა.ის,მათი კაცი იყო და სისტემაში დაიტოვეს.
სოსო
14 აპრილი 2023 14:19
0
იგივე პრინციპით კრუნიჩი და ტონალი ყვითელს იმსხურებდნენ კრუნიჩი განსაკუთრებით
beqa
13 აპრილი 2023 12:50
1
დონ კაპელოს ვგონებ სათვალის ზომა აქვს შესაცვლელი. მიუხედავად მისდამუ დიდი პატივისცემისა, მსაჯი იყო ტენდენციური, არაობიექტური. ზელენსკის ყვითელი მისი პროვოცირებული იყო. მილანელებმა რამოდენიმეჯერ ეუხეშნენ ზელენსკის, რაც მას არ შეუმჩნევია.
კიმს ემოციის გამოხატვისთვის გაყვითლევა, თანაც ნახევარფინალში, ნამეტანი იყო. ანგისას მეორე ბარათი სადავოა. ერნანდესმა კარფად გააფორმა ორივე შემთხვევაში.
ლობოტკასაც ბევრი ურტყეს კოჭებში, მაგრამ მისგან თანაზომიერი სიმკაცრე არ გამოვლენილა.
მესმის, რომ სან სიროზე მსაჯზე ზეწოლა ძალიან დიდია, მაგრამ იმას მაინც ნუ კადრულობთ მსაჯის ობიექტურობაზე საუბარს.
კი მსაჯმა კარგად იმსაჯა მილანის სასარგებლოდ!
P.S. სათვალეს მიხედეთ დონ კაპელო!!!
G.A.L.
13 აპრილი 2023 12:40
5
რა თქმა უნდა, ბრწყინვალედ იმსაჯა, ოღონდ მხოლოდ მილანის სასარგებლოდ და თან ძალიან უსინდისოდ.
გიო
13 აპრილი 2023 11:37
3
გასაძევებელი თვითონ მსაჯი იყო! კაპელოს ალაბათ უნდოდა ეთქვა რომ მსაჯმა ბრწყინვალედ იმ
ალექსანდრე ხელაშვილი
13 აპრილი 2023 18:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული