"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან "როსონერისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იშტვან კოვაჩმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამაში საკამათოს ვერაფერს ხედავს.
"კოვაჩმა ბრწყინვალედ იმსაჯა. იტალიაში მატჩები ხშირად ფერხდება, რადგან მსაჯები მოთამაშეებისთვის ბარათების ჩვენებას ხშირად ერიდებიან. მან კი საპირისპიროდ იმოქმედა.
რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, "ნაპოლიმ" შესანიშნავად ითამაშა. "მილანიდან" კი მაიკ მენიოს გამოვარჩევდი, ფრანგმა "როსონერის' ყველა ფეხბურთელს აჯობა" - განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
11:30 13-04-2023
"მსაჯი ბრწყინვალე იყო" - კაპელომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩზე ისაუბრა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კიმი და ანგისა მოტეხა განმეორებითი თამაშიდან. მეტი როგორ დახმარებოდა მილანს
კიმს ემოციის გამოხატვისთვის გაყვითლევა, თანაც ნახევარფინალში, ნამეტანი იყო. ანგისას მეორე ბარათი სადავოა. ერნანდესმა კარფად გააფორმა ორივე შემთხვევაში.
ლობოტკასაც ბევრი ურტყეს კოჭებში, მაგრამ მისგან თანაზომიერი სიმკაცრე არ გამოვლენილა.
მესმის, რომ სან სიროზე მსაჯზე ზეწოლა ძალიან დიდია, მაგრამ იმას მაინც ნუ კადრულობთ მსაჯის ობიექტურობაზე საუბარს.
კი მსაჯმა კარგად იმსაჯა მილანის სასარგებლოდ!
P.S. სათვალეს მიხედეთ დონ კაპელო!!!