"რუისთან ერთად "ნაპოლის" მოგება უჭირს" - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ენრიკო ფედელე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" პირველ მატჩს (1:0) გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მარიო რუისთან ერთად გამარჯვების მოპოვება უჭირს.

"გოლის ეპიზოდში მარიო რუი შეცდა, ისევე, როგორც რაჰმანი. ალექს მერეტმა არასწორი პოზიცია შეარჩია.

ზოგიერთი გულშემატკივარი ამბობს, რომ "ნაპოლი" მაშინ მარცხდება, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს, სტატისტიკა კი საპირისპიროზე მეტყველებს. ცხადია, შეტევაში კარგად გამოიყურება, თუმცა დაცვით ფაზაში სუსტია", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე
გაიმართება.

alt"ზოგიერთი გადაწყვეტილება VAR-ის ვერდიქტის გარეშე მიიღო" - იტალიური გამოცემა კოვაჩშის შესახებ წერს

altAreanapoli: მარიო რუი და ზამბო ანგისა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მკითხველის კომენტარები / 16 /
დავამატებ კიდევ.
რუი დაცვაში სუსტია. სპალეტი მაშინ ათამაშებს, როცა გუნდი აშკარად შეტევით ტაქტიკას ირჩევს (უფრო დაცვით ფორმაციაში ოლივეირა გამოჰყავს).
ამიტომ, თუ რამეში უნდა გამოიჩინოს რუიმ თავი, ეს შეტევითი მოქმედებაა. რუის კი სულაც არ უნდა, რომ მისი მონაწილეობა შეტევაში, მინდვრის შუახაზთან დასრულდეს, ხვიჩასთვის ბურთის გადაცემაში.
ამიტომ მიდის ასე ღრმად (სპალეტის ნებართვით) მოწინააღმდეგის საჯარიმომდე და ხვიჩას ,,ვერ ხედავს".
გივი
21:26 14-04-2023
0
გივის ვეთანხმები
მამუკა
20:54 14-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული