Areanapoli-ს ცნობით, "ბიანკონერის" ქომაგები ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმებიან, რადგან სპორტული დირექტორის პოსტზე ალესანდრო დელ პიეროს ხილვა სურთ.
რაც შეეხება ლოსანოს, მას "იუვეს" ტიფოზები გადაფასებულ მოთამაშედ მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, მექსიკელი "პარტენოპეის" 2019 წელს პსვ-დან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ლოსანომ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ლოსანომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ლოსანო "ნაპოლის" დატოვებს - "პარტენოპეიმ" მისი შემცვლელი შეარჩია