"ჩემი ყველა მოთამაშე უკეთესია, ვიდრე ოჩოა" - რა თქვა სპალეტიმ "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. ტოსკანელის თქმით, მისი მოთამაშეები შედეგის გამო იმედგაცრუებულები არიან.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ქომაგებს სიხარული ვერ მივანიჭეთ. "სალერნიტანა" მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად იცავდა, ამიტომ გოლების გატანა გაგვიჭირდა. ჩვენს გულშემატკივრებს ოცნებას აუცილებლად ავუხდენთ, ჩავთვალოთ, რომ ზეიმი გავახანგრძლივეთ.

მოგება არ დაგვიმსახურებია, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია. არის თუ არა ოჩოა დიდებული მეკარე? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. ჩემი ყველა მოთამაშე უკეთესია,
ვიდრე მექსიკელი.

დარწმუნებული ვარ, "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება ყველას გაუხარდება, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს. ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთისთვის თამაშობენ. ვფიქრობ, ერთიანობა ნებისმიერ სფეროში უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 4 მაისს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 28 /
კვარა არის ადამიანი და შემდეგ ფეხბურთელი გენაცვალე მაგარი კაცი ხარ უდინესთან გნახავ თასით ხელში წარმატებები სულ და ბევრი ტიტული კარიერაში საქართველოს სახე ხარ ხარ და გეტარებიოს ღირსეულად როგორ ეხლა ატარებ.
Qartuli jari
10:20 01-05-2023
2
შემადგენლობის შენარჩუნება უნდა ლაურენტისს მინ 1 წლით და მაგას ცოტა თანხა არ დაჭირდება, არ გამიკვირდება უდინეზესთან საერთოდ რომ წააგონ, მაინც ჩემპიონები არიან უეჭველი.
ზოლა
09:46 01-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული