რუსულ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. ამაზე კომენტარი მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა გააკეთა.
"ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არანაირი მომართვა არ ყოფილა, კონსტანტინეს მოქალაქეობა არ შეუცვლია. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იმ ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, ვიცი, ეს მისი პოზიცია და მისი მამის პოზიციაა", - ციტირებს ნაგორნიხს РИА Новости Спорт-ი.
მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, "ლოკომოტივში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, "ლოკომოტივში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
ისე ნეტავი ვინმე ინტერესდება მანდ რა ხდება???