ლამის მარადი კითხვა - შეიცვლის თუ არა მარადიშვილი მოქალაქეობას?

AutoSharing Option
რუსულ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. ამაზე კომენტარი მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა გააკეთა.

"ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არანაირი მომართვა არ ყოფილა, კონსტანტინეს მოქალაქეობა არ შეუცვლია. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იმ ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, ვიცი, ეს მისი პოზიცია და მისი მამის პოზიციაა", - ციტირებს ნაგორნიხს РИА Новости Спорт-ი.

მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, "ლოკომოტივში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანიოლი თუ ხედავს გუნდში , მაშინ თუ თავად დაურეკას კარგი იქნება. ისიც ადამიანია და ვინ იცის რეებს უყვებიან იქ. ასე რომ ეს კაცი საჭირო მგონია ცენტრში, სულ სხვა სიმაღლეზე გადავა ნაკრები. ეს და გაგნიძე მომავალში იგივე იქნება ნაკრებში, რაც ლობოტკა ზელისნკი ნაპოლიში
კაპიტან გარდენბურგი
14:33 02-05-2023
3
თან ნაკრებშიც საჭირო კაცია, ითამაშოს ჩვენ ნაკრებში და ევროპისკენაც გაეხსნება გზა.. არამგონია რუსეთი სადმე დაუშვინ სულ მცირე 5 წელიწადი
გოგა
11:07 02-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული