რონალდო, მესი, ფედერერი და სხვა - 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში

AutoSharing Option
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგის ფორმირებისას გათვალისწინებული იყო სპორტსმენების მიერ 2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე მიღებული ხელფასი, ყველა საპრიზო თანხა და პრემია.

"ალ-ნასრის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის ერთობლივი შემოსავალი 12 თვის განმავლობაში 136 მილიონი დოლარია.

პსჟ-ის ფეხბურთელები ლიონელ მესი და კილიან მბაპე 130 და 120 მილიონი დოლარით შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე არიან.

1) კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 136 მილიონი დოლარი
2) ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი
3) კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 120 მილიონი დოლარი
4) ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 119,5 მილიონი დოლარი
5) საულ ალვარესი (ბოქსი) - 110 მილიონი დოლარი
6) დასტინ ჯონსონი (გოლფი) - 107 მილიონი დოლარი
7) ფილ მიკელსონი (გოლფი) - 106 მილიონი დოლარი
8) სტეფ კარი (კალათბურთი) - 100,4 მილიონი დოლარი
9) როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 95,1 მილიონი დოლარი
10) კევინ დურანტი (კალათბურთი) - 89,1 მილიონი დოლარი
მკითხველის კომენტარები / 4 /
სრული სიგიჟეა ასეთი ხელფასები. როდის მიხვდებიან მავანნი რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება არც სპორტში და არც ზოგადად ცხოვრებაში. ვინმე ფეხბურთელი როგორც გინდა მაგარი იყოს, მაინც სიგიჟია 120-130 მილიონი წელიწადში ხელფასისი სახით. ამდენი გაჭირვებული ხალხია მსოფლიოში. დაცინვაა ეს ყველა მათგანის.
G.LA
16:16 03-05-2023
0
ჩვენ სად ვართ აფხაზეთი საერთოდ სადაა ამ დროოს :))
beqa
14:25 03-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული