სპალეტი აღშფოთებულია - ლუჩანოსა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დაიძაბა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და ტოსკანელ სპეციალისტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 72 წლის კინოპროდიუსერმა მისი კონტრაქტი 1 წლით ავტომატურად გაახანგრძლივა.

იტალიური გამოცემის მტკიცებით, სპალეტის დე ლაურენტისთან გასაუბრება სურდა და გადაწყვეტილების მიღებას სწორედ ამის შემდეგ აპირებდა, აღნიშნულმა ქმედებამ კი ლუჩანო აღაშფოთა.

შეგახსენებთ, ინგლისური პრესის ინფორმაციით, სპალეტის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "ტოტენჰემს" სურს, გარდა დეზებისა მის მიმართ დაინტერესებას "ჩელსიც" გამოთქვამს.

altსაქმე ფულს არ

ეხება - რატომ არ სურს სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა

altსპალეტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

alt“ასე უყვარს სპალეტის ხვიჩა” - რა ვიდეოს აქვეყნებს Spezianapoli

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული