
La Gazetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელებმა ახალ კონტრაქტებზე უარი 3 ფეხბურთელს - მარიო რუის, პიოტრ ზელინსკისა და მატეო პოლიტანოს უთხრეს, შესაბამისად "პარტენოპეი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მათ გასხვისებას შეეცდება.
მარიო რუი "ნაპოლის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ზელინსკი "პარტენოპეის" 2016 წელს შეუერთდა, პოლიტანო კი ნეაპოლურმა კლუბმა 2021 წელს დაიმატა.