მატჩის შემდეგ ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა, კერძოდ ჰოლანდიური კლუბის ფანები "ვესთ ჰემის" ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციები დაუწესდება "ალკმაარს".
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის ფინალში დევიდ მოიესის გუნდს "ფიორენტინა" დაუპირისპირდება. მატჩი 7 ივნისს გაიმართება.
ვიდეო: Risingballers