15 წლის დის დახრჩობა სცადა - საფრანგეთში ბელფოდილი მძიმე ბრალდებით დააპატიმრეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პოლიციამ 31 წლის ცნობილი ალჟირელი ნახევარმცველი იშაკ ბელფოდილი დააპატიმრა, რომელიც ამჟამად კატარული "ალ-გარაფას" ღირსებას იცავს.

აფრიკელს ბრალად თავის დაზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება.

ბელფოდილს ალჟირის ნაკრების ფორმა 17 შეხვედრაში მოურგია და 2 გოლი აქვს გატანილი. მან არაერთ ევროპულ კლუბში ითამაშა.

იყო "ლიონის", "ლივორნოს", "ინტერისა" და სხვა არაერთი კლუბის წევრი. ბოლოს ის ევროპაში ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული