აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი, ახალი მწვრთნელის, სერგეი რებროვის ხელმძღვანელობით, 83-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის ფრედ დასრულება მოახერხეს.
უკრაინელთაგან დუბლი "ჟირონას" თავდამსხმელმა ვიქტორ ციგანკოვმა შეასრულა.
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 35 975 მაყურებელი
გერმანია - უკრაინა 3:3
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (6), 1:1 ციგანკოვი (18), 1:2 რიუდიგერი (23, საკ. კარში), 1:3 ციგანკოვი (56), 2:3 ჰავერცი (83), 3:3 კიმიხი (90+1, პენ)