გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა 33 წლის ხოსელუმ გაიტანა, რომელიც „ესპანიოლიდან“ „რეალში“ გადავა. შეგახსენებთ, „ფურია როხაში“ ხოსელუს დებიუტი 26 მარტს ნორვეგიასთან მატჩში შედგა, როდესაც შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (3:2).
18 ივნისს ფინალში ესპანეთი ხორვატიას შეხვდება.
ესპანეთი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა - 2021 წელს საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.
ენსხედე. „დე გროლშ ვესტე“
ესპანეთი - იტალია 2:1
გოლები: 1:0 პინო (3), 1:1 იმობილე (11, პენ), 2:1 ხოსელუ (88)