
"იტალიაში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. ისეთი ამბიციური და მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. ვეცდები, იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება გავაგრძელო", - დაწერა გარსიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ფრანგი დამრიგებელი სხვადასხვა დროს "ლე მანს", "ლილს", "ლიონს", "მარსელს", "სენტ ეტიენს", "რომასა" და "ალ ნასრს" წვრთნიდა.
გარსიამ 2011 წელს "ლილთან" ერთად ლიგა 1 მოიგო, 2020 წელს კი მისი დამოძღვრილი "ლიონი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.