უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ, ახლა კი უკრაინელები რუსეთის ფიფადან და უეფადან გარიცხვას მოითხოვენ.
ამის თაობაზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფასა და უეფას წერილით მიმართა და რუსეთის დასჯა იმის გამო მოითხოვა, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ოკუპირებული ყირიმის გუნდების ჩართვას აპირებენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ქვედა ლიგებში თამაშის უფლება ყირიმის კლუბებს - "სევასტოპოლს", "ტსკ-ტავრიას", "რუბინსა" და "ოკეანეს" მისცა. ამ კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან და მათი რუსულ ფეხბურთში ინტეგრაცია
უნდა მოხდეს.