მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ, ახლა კი უკრაინელები რუსეთის ფიფადან და უეფადან გარიცხვას მოითხოვენ.

ამის თაობაზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფასა და უეფას წერილით მიმართა და რუსეთის დასჯა იმის გამო მოითხოვა, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ოკუპირებული ყირიმის გუნდების ჩართვას აპირებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ქვედა ლიგებში თამაშის უფლება ყირიმის კლუბებს  - "სევასტოპოლს", "ტსკ-ტავრიას", "რუბინსა" და "ოკეანეს" მისცა. ამ კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან და მათი რუსულ ფეხბურთში ინტეგრაცია
უნდა მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შემომაქვს წინადადება, რუსეთი გავრიცხოთ გეოგრაფიული რუკიდან:)
Mr.kostaia
17:50 26-06-2023
3
მაიმც მალე დაიშლება ე.წ. რუსეთი და მერე ცალ-ცალკე წევრებად შევლენ ფიფაში.
გიორგი
15:33 26-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული