U21. "რუმინელთა პროტესტი უსაფუძვლოა" - უკრაინელთა მწვრთნელი განმარტავს

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რუსლან როტანმა განაცხადა, რომ 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ხორვატიასთან მატჩამდე, ვიდრე მეკარე ანატოლი ტრუბინსა და ნახევარმცველ გიორგი სუდაკოვს ათამაშებდნენ, უეფას მიმართეს და რუმინელთა პროტესტი საფუძველს მოკლებულია.

"ჩვენ კლუბებსა და უეფას წერილები გავუგზავნეთ და გვიპასუხეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კლუბებთანაა საუბარი საჭირო. ამიტომ საქმის კურსში კლუბები ჩავაყენეთ, გავესაუბრეთ ექიმებს, ბიჭებს, ყველაფერი გავაანალიზეთ და ისე მოვიქეცით, როგორც საჭიროდ ჩავთვალეთ. ჩემი აზრით, ეს ბიჭები ტურნირზე თამაშს იმსახურებდნენ. თუ ისინი ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად არიან და ეს უნდათ - ეს მთავარი პასუხია.

მათ
ძალიან უნდოდათ თამაში. ასევე ძალიან უნდოდათ თამაში მუდრიკსა და ვანატს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. დიახ, ჩვენ შესაბამისი დოკუმენტები კლუბებში გავაგზავნეთ და უეფას ვკითხეთ", - ციტირებს როტანს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული