რუსლან როტანი: ჯაბა კანკავას ღვინო და ყანწი უნდა წამოეღო...

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა რუსლან როტანმა, რომელიც დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჯაბა კანკავას თანაგუნდელია, საქართველოს ეროვნულ გუნდთან დღეს, 9 ივნისს გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევში პოლონეთს ესტუმრება, უკრაინა კი - 14 ივნისს ლუქსემბურგს.


- როგორ დაახასიათებდით კავკასიელთა სათამაშო სტილს?
- ეს ტიპური სამხრეთული გუნდია, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელებით, რომლებსაც უყვართ ბურთი თრევა, მაგრამ თუკი მისცემ საშუალებას, მოედანზე "ბრაზილიას" დადგამენ.

- კლუბში სეზონის დასრულების შემდეგ ჯაბა კანკავას, ალბათ, ასე
დაემშვიდობეთ: "მომავალ შეხვედრამდე"...

- დამშვიდობებისას გავეხუმრე - ჯაბა, ღვინო და ყანწი წამოიღე-მეთქი. ახლაღა გავიგე, რომ თურმე დისკვალიფიკაციის გამო ევროშესარჩევს ვერ ითამაშებს და არც შეკრებაზეა გუნდთან ერთად. გამიხარდებოდა მისი ნახვა, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვა.

- საქართველოში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც თამაშობდნენ და ახლაც თამაშობენ უკრაინის პირველობაზე. როგორ ფიქრობთ, ისინი უფრო კარგად გიცნობენ თქვენ თუ პირიქით?

- მართლაც და, ახალი რა უნდა ვნახოთ?! ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. საქართველოს ნაკრებს ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, ზოგიერთი მათგანი კი სერიოზულ ევროპულ კლუბში თამაშობს, სხვები - წამყვან უკრაინულ გუნდებში. ქართველები ყოველთვის სათანადო დონეზე თამაშობენ და მაშინაც კი, როდესაც ძლიერ გუნდთან მარცხდებიან, მხოლოდ მინიმალურად. ისე უბრალოდ კი არავის არაფერს უთმობენ.

- არცთუ ხშირად ხდება, რომ სპარინგ-პარტნიორი უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე მეტოქე შესარჩევ ციკლში...
- ეს კარგია. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა ჩვენს ხარვეზებს დაგვანახვებს. ყოველთვის სჯობს ძლიერ მეტოქესთან თამაში, რადგან სუსტი შენს სუსტ მხარეებს ვერ წარმოაჩენს. ამიტომაც ეს სასარგებლო სპარინგი იქნება", - ამბობს როტანი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ან ძალიან ზრდილობიანია ან ძალიან მაგრად გვეკაიფება!!
konoplianka
18:53 09-06-2015
0
გვეკაიფება ხო?
ladjkl
18:39 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული