"6 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში კი ..." - დელე ალის ისტორიამ გარი ნევილი შოკში ჩააგდო

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დელე ალიმ Sky Sports-ის ჟურნალისტთან, გარი ნევილთან ინტერვიუში მძიმე პერიოდის შესახებ ღიად ისაუბრა. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, რამდენიმე თვის წინ მენტალური პრობლემების გამო იტანჯებოდა და მკურნალობის კურსის გავლა გადაწყვიტა.

"მოვიდა დრო, ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოვიარე. ვაღიარებ, რომ საძილე აბებზე ვიყავი დამოკიდებული. როდესაც თურქეთიდან დავბრუნდი, იძულებული გავხდი, ოპერაცია გამეკეთებინა. მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, სარეაბილიტაციო კურსი გამევლო იქ, სადაც ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვაში ეხმარებიან.

მინდა, სხვა ად
ამიანებს დავეხმარო და ვუთხრა, რომ ამ ყველაფერს მარტო არ უნდა დაუპირისპირდნენ, დახმარების თხოვნა სისუსტე სულაც არაა.

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, 6 წლის ასაკში დედაჩემის მეგობარმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახლდათ. 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში ნარკოტიკებს ვყიდდი. საბედნიეროდ, 12 წლის ასაკში შესანიშნავმა ოჯახმა მიშვილა, მათზე უკეთეს მშობლებს ვერ ვინატრებდი", - განაცხადა დელე ალიმ.

შეგახსენებთ, ალიმ გასული სეზონი იჯარის წესით "ევერტონიდან" "ბეშიქთაშში" გაატარა. ერთ დროს პრემიერლიგის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ამჟამადაც "ირისების" ღირსებას იცავს.

altდელე ალი კარიერას თურქეთში განაგრძობს

altდელე ალიმ გვარდიოლას შვილთან რომანი გააბა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 28 /
ერთი პერიოდი ვფიქრობდი გეი გავმხდარიყავი მარა არ შევცდი ვერ მაცდუნა ეშმაკმა ცდუნება კი მაღალი იყო ეხლა კი ბედნიერი ვარ იმით რომ ნამდვილი მამაკაცი ვარ ცოლი არ მყავს ეკლესიურად ვცხოვრობ დიდება უფალს
ჩემი ისტორია
18:58 15-07-2023
0
ამას და მისნაირებს თუ მოუსმენთ, გაიგებთ, რომ თითქოს მთელი მსოფლიო ახალგაზრდობაში გაუპატიურებული ყოფილა. რა გამდის? ამათი ლოგიკით ერთი ნაწილი თურმე აუპატიურებს მეორე ნაწილს და მთელი მსოფლიო სოდომ-გომორია. ერთი მეორეეს უშვება

აი ამის პროპაგანდა მიდის.. მერე ეს კატეგორია ტრიალდება ჩვენკენ და გვეუბნება, რომ ჩვენს იმათნაირი ვართ ან უარესი. და მიდის დალაიქება ერთი ჯგუფის მიერ, რომელიც ან ახალგაზრდობაშია სექსუალურად გაუპატიურბული ან გრანტით არის გაუპატიურებული.

რაც გინდათ ის გიქნიათ, ჩვენ შეგვეშვით, გაგვატარეთ, ნუ შეგვჭამეთ ამ თქვენი სექსუალური მანიით და თქვენ რაც გინდათ ის ქენით ერთმანეთთან
ამისნაირებს, რატომ უნდა ვუსმინოთ ყოველ დღე?
09:15 15-07-2023
1

სიახლეები პოპულარული