გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფერენცვაროში" ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფარერების "კლაკსვიკთან" დამარცხდა (სტუმრად 0:0, სახლში 0:3) და ტურნირიდან გამოვარდა.

პირდაპირ ნამატჩევს ბუდაპეშტურმა კლუბმა მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გადააყენა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი და რომლის მაღალ სპორტულ მიღწევებზე რუსული მედია გამუდმებით და სიამაყით ავრცელებდა ინფორმაციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანები სკანდირებდნენ: "რუსები - სახლში".

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად “კლაკსვიკთან” 1:6 განადგურდა. იმ მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი თავდამსხმელი, 33 წლის პალ კლეტსკარო დღეს სათადარიგო
იყო.

კლაკსვიკი ფარერების ერთ-ერთ ჩრდილოეთკუნძულოვან კლდეზე მეთევზეთა პატარა სოფელია. ეს კუნძული თბილისზე შვიდჯერ პატარაა, 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რადგან უმეტესად თოვლითაა დაფარული, ოქტომბრიდან გაზაფხულამდე იქ ფეხბურთს ვერ თამაშობენ.

Sportall.Ge

Transfermarkt-ის მიხედვით, ამ გუნდის ფეხბურთელთა საერთო ფასი 2.78 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც "ფერენცვაროშის" მეკარის, დენეს დიბუშის ღირებულება 2.8 მილიონია. ამ დიბუშს "მეთევზეებმა" ბუდაპეშტში სამი გოლი გაუტანა.

"კლაკსვიკის" გუნდში თამაშობენ: მეთევზე, ხურო, მღებავი, ბუღალტერი და ა.შ. 33 წლის მცველი ოდმარ ფარიო პორტში მუშაობს, გუნდის კაპიტანი იაკუპ ანდრეასენი კი ელექტრიკოსია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვიცი წაშლით მაგრამ სანამ მაგას გააკეთებთ, წიკითხეთ. სულ ფეხებზე რომ კიდია ეს ნიუსი ქართველს გულშემატკივარა ხო ხვდებით? ხო და ჩვენსას მიხედეთ, ერთი ფიფიაზე დაწერეთ რამე ანალიზი ჩაუტარეთ მის მენეჯმენტს რამე ჟურნალისტური შრომა გაწიეთ, ბოლომდე კოპი პეისტები ხართ თქვე კაი ხალხო???
გიორგი
20 ივლისი 2023 23:39
0
ნეტა ვინმე დაასანქცირებდეს ქართულ კლუბებს .ამ საცოდაობას სანქცია ჯობია .
zurabi
20 ივლისი 2023 13:29
5
ჩერჩესოვის დონეზე რო არიან ჩვენი მწვრთნელები ჩარჩენილი ,ჭიაბრიშვილის თამადობით იმიტომაც გვახვევენ ბურთს თავზე საშვალოზე დაბალი დონის გუნდები , ჯერ მწვრთნელია ნორმალური სანახავი და მერე მის გარშემო იწყობა ნორმალური გუნდი , ამას რა პროფესორობა უნდა , ფიფიას გასაგონად
დავითი
20 ივლისი 2023 12:22
6
ესენი არიან მეთევზეები და ჩვენები სპორტის დამსახურებული ოსტატები???
ჰა
20 ივლისი 2023 11:48
1
Gaixare momaswari tqma vitom dacinis avtori "metevzeebs" edzaxis gunds romelmac burti tabze gadagvaxia sami slis win...
L.J .
20 ივლისი 2023 12:53
1
კაი ჩემო ძმაო! მაშინ მივუტევოთ ფიფიას შეცოდებანნი მისნი! ;დ
სინამდვილეში კი, როცა ფარერები უფრო კარგ საფეხბურთო პოლიტიკას ახორციელებენ, ვიდრე ჩვენი ჩემპიონები, ამაზე რა კომენტარი უნდა გვქონდეს?
ქუთაისელი
20 ივლისი 2023 11:24
0
კუნძული თბილისზე 7-ჯერ პატარაა ტერიტორიით
გენას
20 ივლისი 2023 11:08
0
ვინუგეშოთ თავი? ))
ზურიკო
20 ივლისი 2023 10:48
0
ჩვენ ეგენიც მოგვიგებენ სამწუხაროდ. დინამომ თავმოყვარეობა დაკარგა,
რომელი წარსულის მქონე კლუბის ფეხბურთელი მეტოქის წინააღმდეგ ისე უნდა გადიოდეს, როგორც ბრძოლის ველზე!
ლაშა
20 ივლისი 2023 10:35
1
ძალიან ვიხალისე ამ ამბით,განსაკუთრებით გუშინ დინამოს ტრიბუნაზე,რომ ვიჯექი
Sake
20 ივლისი 2023 10:20
1
დროა ჩერჩესოვი წავიდეს ფარერებზე მეთევზედ და ჭიაბრიშვილმა ჭიაყელებით მოამარაგოს. ანკესებს იმედია არ დაამადლიან ფარერებზე.
G.LA
20 ივლისი 2023 09:49
4

სიახლეები პოპულარული