უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანის, რინატ ახმეტოვის ქონება რუსეთში დაყადაღდა - "შახტარის" პრეზიდენტს ადრე ზელენსკი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა

AutoSharing Option
"ტასის" ინფორმაციით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ რუსეთში "შახტარის" მფლობელისა და პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ქონება დააყადაღა, ამის მიზეზად კი ბიზნესმენის მხრიდან უკრაინიის არმიის დაფინანსება დაასახელა.

გავრცელებული ცნობით, ახმეტოვი რუსეთში სამ კომპანიაში ფლობს აქტივებს. Forbes-ის მონაცემებით, ახმეტოვი უკრაინის ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის 1996 წელს გახდა დონეცკური კლუბის მფლობელი.

საინტერესოა, რომ 2021 წლის 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახმეტოვი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა:

"რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, ესკალაციას ჰქონდეს ადგილი. უკვე მართავენ კონსულტაციებს. ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი გამოწვევებია, რასაც უკვე ადასტურებენ
სხვა სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები.

ხმოვანი ინფორმაციაც გვაქვს - ვთქვათ ასე, უკრაინელები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ ახმეტოვის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას. ამისათვის 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მას უკრაინის წინააღმდეგ ომში ითრევენ", - ამბობდა მაშინ ზელენსკი.

altსახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილმა "შახტარის" პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
დონეცკის შახტარი რომ დაყვინთავს ეგაა ცუდი თორემ ეგ ახმატია თუ ვიღაც უშველის თავს ალბათ .
ტიტე
02 აგვისტო 2023 07:52
0
აქაურმა ახმეტოვმა უცებ რო გადაწყვიტოს რო არ შეაჭამოს რუსეთს ეს ქვეყანა, ზუსტად ასე დაუყადაღდება ძალიან დიდი ქონება... მარა დავიჯერო რამოდენიმე მილიარდი ღირს სამშობლო და მოსახლეობის მომავალი?
რა მაფიაა?
02 აგვისტო 2023 05:23
4
ეს სტატია რომ ვნახე მეც ეგ ვიფიქრე პირველი
ნამდვილად
02 აგვისტო 2023 11:52
1
ორივე მხრიდან წნეხში მოაქციეს.ალბათ მის ქონებას გაწეწავენ!შახტიარსაც,სამწუხაროდ მძიმე დროება დაუდგება.
სოსო
01 აგვისტო 2023 18:48
1
ზელენკის სიტყვების ვინემს სჯერავს კიდევ????????????
პ.ს. თუმცა ამით ახმეტოვი უკეთესი არ ხდება ;)
ადამიანი
01 აგვისტო 2023 18:17
11
როცა ვინმე ცუდს გპირდება,უნდა დაუჯერო და მის საწინააღმდეგოდ მოემზადო,სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.როცა ვინმე კარგს გპირდება,არ უნდა დაუჯერო,სანამ ის კარგი,მართლა არ მოხდება!
სოსო
02 აგვისტო 2023 17:34
0
ორმაგი აგენტი ყოფილა
ღუტუნა
01 აგვისტო 2023 14:09
2
ეგენი ყველა ორმაგი აგენტებია.
უვიცი
06 აგვისტო 2023 22:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული