მასპინძელთა ფანები ტრიბუნაზე მოულოდნელად ანტიუკრაინული ბანერებით გამოჩნდნენ, სადაც შემდეგი წარწერები იყო:
"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია", "უკრაინელებმა დახოცეს ჩვენი ბავშვები ვოლინში", "ვოლინის სამარცხვინო დუმილის 80 წელი".
აღსანიშნავია, რომ "სლასკის" ფანების მხრიდან ეს ანტიუკრაინული პირველი ქმედება არ არის. გასული წლის ოქტომბერში მათ გამოფინეს ბანერი, სადაც ეწერა, რომ ეს ომი მათი არ იყო, რისთვისაც კლუბი 15 000 ზლოტით დაჯარიმდა.
უკრაინის საზღვრებში მოქცეულია ყოფილი პოლონეთის ტერიტორია, ეს გააკეთეს კომუნისტებმა და მაშინ უკრაინელები არც ისე ჰუმანურად მოექცნენ იქ მაცხოვრებელ პოლონელებს.. და ეს ახსოვთ პოლონეთის ზოგ რეგიონში და ნურც ნურავის ჰგონია რომ პოლონელები არ გეგმავენ მაგ ტერიტორიების დაბრუნებას