ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ სპლიტის"ჰაიდუკის" ახალი სპონსორი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა, - ამის თაობაზე ხორვატიული კლუბი ოფიციალური საიტით იტყობინება:

"ჩვენ ერთად რაღაცის გაკეთების გულწრფელი სურვილი დავინახეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მე თავად მეწარმეთა წრიდან ვარ, შემიძლია გავიგო, ეს როგორი სამუშაოა, მაგრამ "ჰაიდუკში" მუდამ არის კიდევ ერთი შემადგენელი - ემოციები. შემთხვევით არ აირჩია მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ "ჰაიდუკი". ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კონტრაქტს "ჰაიდუკისა" და "ლუკოილისთვის", ევროპისა და მსოფლიოსთვის რთულ პირობებში ვაფორმებთ. თუმცა, სწორედ ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის, რაც
მძიმე დროებისასაა ხელმოწერილი, მუდმივად რჩება", - განაცხადა "ჰაიდუკის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ლუკშა იაკობუშიჩმა.

2022/2023-ის სეზონში "ჰაიდუკმა" ხორვატიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიგო.

Sportall.Ge

2022 წლის 22 აგვისტოს "ლუკოილმა" საფეხბურთო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" და სტადიონ "ოტკრიტიე არენის" აქციათა 100% შეიძინა.

"ლუკოილი" 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.

შეგახსენებთ, ქართულმა მხარემ ყაზახეთის "აქტობეს" ქუთაისში "ტორპედოსთან" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში ჩარტერული რეისით ჩამოფრენაზე თანხმობა იმის გამო არ მისცა, რომ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. ამ მიზეზით "აქტობე" ქუთაისში შეხვედრის დღეს სხვა კომპანიის თვითმფრინავით ჩავიდა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩვენთან არ შეიძლება ხორვატიაში მოსულა, არადა ამ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტი ფინანსები და რესურსი უნდა წამოვიღოთ რუსეთიდან, მაგალითად როგორც სასომხეთი აკეთებს და მათი კლუბების წინსვა თვალსაჩინოა. მაგრამ ძლიერი საქართველო როგორც არ აწყობს რუსეთს ასევე არ აწყობს არც ამერიკას და არც ევროპას თორე მერე მათზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით.
ნიკა
11:13 05-08-2023
10
გაიგეთ ურა პატრიოტებო რა ხდება ევროკავშირის ქვეყანაშჲ? Მადლობა ადმინ.
Რერო
10:44 05-08-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული