Sport24 წერს, რომ წარმოშობით სომეხი და ამჟამად რუსეთის მოქალაქე 20 წლის ფეხბურთელის დამატებით "აიაქსია" დაინტერესებული და 10 მილიონი ევროს გადახდაზეცაა ყაბულს.
ამ ინფორმაციაზე ერთი გარემოებაა ძალიან საინტერესო: თავად რუსული პრესა რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდა, რომ ამსტერდამელებს "კრასნოდარის" 23 წლის ნახევარმცველის, ედუარდ სპერტსიანის დამატება უნდოდათ, მაგრამ ნიდერლანდური კლუბის ბორდმა ეს ტრანსფერი იმიტომ დაბლოკა, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან
ისმის კითხვა, თუ "აიაქსმა" "კრასნოდართან" მოლაპარაკება და გარიგება არ ისურვა, ამას მოსკოვის "დინამოსთან" რატომ გააკეთებს? - ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.