მარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში კონსტანტინე მარადიშვილმა მოსკოვის „ლოკომოტივს“ „კრილია სოვეტოვთან“ ქულა მოუპოვა.

„ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა, 79-ე წუთზე შესულმა მარადიშვილმა კი 90+3-ე წუთზე შორიდან დაარტყა ბურთი სამარელთა კარში და ანგარიში გაათანაბრა.

მარადიშვილის შესახებ კარგა ხანი იყო საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, მას „ლოკომოტივი“ იჯარით „ურალში“ უპირებდა გაშვებას, მაგრამ ეკატერინბურგულმა კლუბმა იმ პერიოდში, როდესაც მათ გუნდში ითამაშებდა, სახელფასო სხვაობის გადახდა „ლოკოს“ მოსთხოვა და როგორც ჩანს, ტრანსფერი ჩაიშალა.

„ჩემპიონატის“ ცნობით, კონსტანტინეს ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონი რუბლია (64 ათასი ევრო).

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოხ რაუქნია ეს თან რა გოლი თან წარმოგიდგენიათ ვიის? თვით სამარის გუნდს ქართველობააა რა
giorgi
13 აგვისტო 2023 10:48
9
დიქტორის კივილი არ გესმით თუ როგორ არის საქმე?
"მარადაშვილიო - "ჩელოვეკ კატორიი ვე პაპადაეტ ვ სასტავო". რუსუ გეუბნებათ, სუსი - ქართველი კი არა!
იქ ვერ ხვდება, რუსეთი მოქაქლაე რუსულ "ლოკომოტივში" და აქ, საქართველოში უნდა მოხვდეს ნაკრების სასტავში?

ვოპროს!
13 აგვისტო 2023 09:41
12
კონსტანტინე მარადიშვილი არის რუსი დაბადებული მოსკოვში და გაზრდილი წარმოშვებითაა ქართველი მხოლოდ
გენო
13 აგვისტო 2023 02:36
3
თქვეს გასაგებად რომ მამამისია წინააღმდეგიო რომ ითამაშოს ჩვენს ნაკრებშიო ანუ მზე მამის შვილია და დაანებეთ თავი.
თემო
12 აგვისტო 2023 23:22
4
ყოჩაღ!
ლაშა
12 აგვისტო 2023 23:19
8
ამას ბონუსები რო დაუმატო კი გამოუვიდა კვარას ხელფასი, რას ნიშნავს ჭკვიანი აგენტი რო გყავს და ეს რუსეთის მე6 გუნდში და ისიც განათხოვრებას უპირებდნენ, კვარა იმენნა აიგდეს.
მეგრელი
12 აგვისტო 2023 22:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული