საბა საზონოვით თურქული კლუბი დაინტერესდა - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
საბა საზონოვმა კარიერა შესაძლოა "ბეშიქთაშში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sözcü ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საზონოვის კანდიდატურით დაინტერესებას "გალათასარაიც" გამოთქვამს, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბეშიქთაშია".

საბას მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

altსაზონოვი რუსეთში რჩება და მიქაუტაძის თანხა აფერხებთ? - "ბაიერნის" თემა არ დახურულა, ქართველებისგან უკეთეს ტრანსფერებს ველ(ოდ)ით...

altსაზონოვი მწყობრში ჩადგა - "ფროზინონე" ტრანსფერს აღარ აპირებს

alt"ლიონში" გადასვლა საზონოვისთვის სამი წინ გადადგმული

ნაბიჯი იქნება" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 8 /
სჯობს ისევ თურქეთში, ვიდრე არსად!
პირდაპირ გასაკვირია, ეს ფრანგები რამ გააწუწურაქა, იტალიელები ხომ საერთოდ!
ასეა, ნაკრები რომ ანგარიშგასაწევ ძალა გახდება და მსოფლიო რეიტინგში 20-ეულში შევა, მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებიან...
ლაშა
17:49 14-08-2023
0
კიმ მინ ჯე თურქეთიდან გადავიდა ნაპოლში და იტალიის ერთ ერთი საუკეთესო მცველი გახდა. გადადი საბა თურქეთში. წარმატებები ღმერთი შენსკენ
roma bejanidze
18:51 14-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული