This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ევროპის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტიმ“ „სევილია“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიტიმ" პირველად მოიგო ევროპის სუპერთასი. ეს სამწვრთნელო კარიერაში გვარდიოლას 36-ე ტიტულია - მე-15 "ქალაქელებში".
„სიტი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა „სევილია“ ენ-ნესირიმ დააწინაურა. საპასუხო გოლი ბონოს პალმერმა გაუტანა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გვარდიოლას გუნდმა იმარჯვა.
- დღევანდელ შეხვედრაში 32-დან 42-ე წუთამდე ინგლისურ გუნდს ბურთის 100%-იანი ფლობა ჰქონდა.
- "სევილიამ" ევროპის სუპერთასზე 7-დან 6-ში მარცხი განიცადა.
- გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც სუპერთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო - "ბარსელონა", "ბაიერნი" და "სიტი".
- კოვაჩიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სუპერთასის გამარჯვებული სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გახდა - "რეალი", "ჩელსი" და "სიტი".
პირეოსი. „გეორგიოს კარაისკაკისი“
მანჩესტერ სიტი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 0:1 ენ-ნესირი (25), 1:1 პალმერი (63)