"ოქროს ბურთის" მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს იყო" - თქვა ამ ჯილდოს 7-გზის მფლობელმა მესიმ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის "ოქროს ბურთის" მოგება მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მოწინავე პლანზე ყოველთვის გუნდის შედეგები იდგა:

"ოქროს ბურთს" დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი, რადგან ყოველთვის მინდოდა, რომ წარმატებისთვის უფრო გუნდს მიეღწია და ტიტულები არ მომეპოვებინა.

თუ ამ ჯილდოს მოვიგებდი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა და გამიხარდებოდა, მაგრამ ჩემთვის ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.

ყველაფერი მოვიგე და ყველაფერს მივაღწიე ფეხბურთში, ახლა კი უბრალოდ ამ მომენტით ვტკბები", - ციტირებს მესის VarskySports-ი.

შეგახსენებთ, რომ ლეოს "ოქროს ბურთი" 7-ჯერ აქვს მოპოვებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა დღეში გაქვთ ნერვები. ან ერთ მხარეს რატომ არ გკიდიათ, რა არ ეკუთვნოდა, ან მეორეს — რამდენი ეკუთვნოდა. თან ის რომ წერს, „არ გცხვენია, რონალდოს ფანი რომ ხარო“ – გენიალური ფრაზაა, რომელიღაც ფეხბურთელის ფანობის გამო რომ გარცხვენენ, საბავშვო ბაღში მაქვს ბოლოს ეგეთი ტექსტები მოსმენილი
nika
19 აგვისტო 2023 16:51
1
აი მაგ შვიდიდან სამი დაუმსახურებელი იყო,დეტალებში თუ შევალთ მინიმუმ ორი...
Master
18 აგვისტო 2023 12:27
42
ბატმინტონს მიაწექი,ან ქერლინგს...
კაი ერთი
19 აგვისტო 2023 00:18
3
რეებს მიედ მოედები აბა ეხლა შენ ფეხბურთის რა გაგეგება მითხარი
ბაჩო ბაჩო F.C.isani tbilisi
18 აგვისტო 2023 22:07
4
ყველა გამოხმაურება
აი მაგ შვიდიდან სამი დაუმსახურებელი იყო,დეტალებში თუ შევალთ მინიმუმ ორი...
Master
18 აგვისტო 2023 12:27
48
Ეს მზის მასტერია masteris სახელით როა მზის ..
Გი
19 აგვისტო 2023 07:56
2
ფეხბურთს თუ უყურებ 7ზე მეტი ეკუთვნოდა წესით. მაგრამ სულ ვერ მისცემდნენ და ტენიდნენ რონალდოს ან ვინმეს ხვას. ასე რომ ენა ცჰაიგდე ვინც ხარ და ფფეხბურთს უყურე. შე კრიშტიანუს ფანო შენ. არ გრცხვენია მაინც? ტფუი რა. რონალდუს ფანები რომ ხმას ამოიღებენ ტფუი მერე ფეხბურთი მკვდარია. სირცხვილია დაჟე კრიშტიანუზე რომ ფიქრობთ ყველა დროის საუკეთესოა. არა და 5შიც არ შედის. ეჰ... რონალდოს და ლებრონის ფანები ერთი შეწვი და მეორე მოხარშე
master-s
18 აგვისტო 2023 18:21
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული