ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე იორდანია 6:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გუნდის ლიდერი ერლინ ჰოლანი დაასვენა.
12 სექტემბერს ნორვეგია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმასპინძლებს.
ოსლო. „ულევი“
ნორვეგია - იორდანია 6:0
გოლები: 1:0 ნუსა (11), 2:0 აიერი (23), 3:0 სტრანდ ლარსენი (31), 4:0 ბიორკანი (41), 5:0 ფინე (79), 6:0 ვეტლესენი (90+1)