"ნაპოლის" ფეხბურთელებმა და გარსიამ 20 წუთი ისაუბრეს - Corriere dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-4 ტურში "ჯენოასა" და "ნაპოლის" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საკუთარ მოთამაშეებს გაესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ნაპოლის" მოთამაშეები გუშინ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, მათ რუდი გარსიამ საუბარი შესთავაზა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა აზრები გაცვალეს და განვლილი ოთხი მატჩი განიხილეს.

საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მართალია, ჯერჯერობით რუდი გარსიას ტაქტიკურ ცვლილებებსა და სიახლეებს შედეგი არ მოუტანია, თუმცა ხვალ გუნდი ბრაგაში გაფრინდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის
პირველ შეხვედრას გამართავს, ფრანგ სპეციალისტს კვირას "ბოლონიასთან" მეორე გამოცდა ელოდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგასა" და "ნაპოლის" მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

alt"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
კვარაა შეეშვი მწვრთნელს აკეთოს მისი საქმე, შენ ივარჯიშე ბევრი გთხოოვ იმ ასაკში აღარ ხარ რომ კარში დარტყმას სწავლობდე არა და გასაუმჯობესებელი გაქვს ეგ ასპექტი, ჯარიმებს საერთოდ ვერ ურტყამ, წინა წელთან შედარებით პროგრესს საერთოდ ვერ ვხედავ, რატომ აღარ ლაპარაკობს მედია იმის შესახებ რომ ვარჯიშის მერე რჩები და ვარჯიშობ რომ სტადიონთან ახლო ცხოვრობ და ა.შ როგორც რუბინში იყო ისე...!
არ დარჩე საშუალო დონის ფეხბურთელად ბევრი იშრომე.
ერთი ორი თამაშიც და მიზეზად ფორმაში ვერ შესვლა და გადაღლილობა ან რაიმე მსგავსი ვეღარ გამოდგება მიზეზად.
რუსთავი
18:21 18-09-2023
7
არასერიოზული განცხადებაა! რას ნიშნავს 20 წუთი ისაუბრეს? გუნდში სერიოზული პრობლემებია, მწვრთნელი გუნდს ვერ ალაგებს, ჩამოყალიბებული ხედვა არა აქვს, ძირითადი შემადგენლობაც კი ვერ გაურკვევია, აღარაფერს ვამბობ შეცვლებზე, იდიოტურ განმარტებებს აკეთებს და კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. 20
წუთი კი არა, 24 საათი უნდა მუშაობდეს გუნდთან, მაგრამ
მე-10 - ე ხარისხოვანი მწვრთნელია, ურთიერთობებსაც კი ვერ ალაგებს. მევახშე ლაურენტესის ხელიც აშკარად ჩანს. ამიტომ იყო, რომ ყველა ნორმალურმა მწვრთნელმა უარი უთხრა გუნდში მოსვლაზე. ხვიჩა რაც შეიძლება მალე უნდა მოცილდეს ამ ინტრიგებს.
ბესო
22:20 18-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული