"როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, იცით, პსჟ-მა რა გააკეთა?" - ლიონელ მესის ინტერვიუ

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ადგილობრივ გამოცემა Olga Live-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. "ლა პულგას" თქმით, მას "პარი სენ ჟერმენმა" მსოფლიო ჩემპიონობა არც კი მიულოცა.

"პარი სენ ჟერმენში" ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვფიქრობდი, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

არგენტინის ნაკრებიდან ერთადერთი ფეხბურთელი გახლდით, რომელსაც საკუთარმა კლუბმა ("პარი სენ ჟერმენმა") მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცა. "ალბისელესტეს" დანარჩენმა 25-მა მოთამაშემ კი თავისი კლუბისგან სხვადასხვა ჯილდო მიიღო.

ვფიქრობ თუ არა კარიერის დასრულებაზე? საერთოდ არა, მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.
ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მინდა და სხვა არაფერზე ვფიქრობ.

ვიასპარეზებ თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე თამაშზე ვფიქრობ. მომავალ მუნდიალამდე 3 წელია დარჩენილი. ამიტომ უნდა ვნახო, როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები. გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ", - განაცხადა მესიმ.

altმესიმ, მისი აზრით, დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

altლუის ენრიკემ მისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - ის არც მესია და არც ჰოლანი

altნეიმარი: მე და მესი პარიზში ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით

მკითხველის კომენტარები / 18 /
პსჟ-ს ხელმძღვანელობა არ ვიცი, მაგრამ მბაპემ და სხვა ფეხბურთელებმა მინდორზევე მიულოცეს. ისე წესით უნდა მიელოცათ რა თქმა უნდა
დავით 67
23 სექტემბერი 2023 17:47
0
პირველი შემთხვევაა, რო ლეოზე ცოტა დადებითი "წამოგცდა", რა იყო მარჯვენა ფეხზე ხო არ გაგეღვიძა?
დავით 67-ს
23 სექტემბერი 2023 20:04
0
ხო,ჩემი ყოფილი ცოლივით ლაპარაკობს.მთელი ხელფასი სახლში მიმქონდა და ყვავილებს რატო არ მჩუქნიო,სად მქონდა ყვავილების ფული.
Levani
22 სექტემბერი 2023 15:58
16
მაგარი წუწურაქი ვინმე იქნები, შენნაირებს რომელი ცოლი გაუჩერდება?
ლევანის
22 სექტემბერი 2023 17:27
2
დისლაკი უეჭველი გოგოებმა დასვეს:))))
Nika
22 სექტემბერი 2023 17:15
1
ესეც კაი უმადურია :)

რა ექნა მეტი.
კოლოსალურ ხელფასს გიხდიდა.
სრულ თავისუფლებას გაძლევდა
ერთი თვით ადრე გაგათავისუფლა რომ ნაკრებში წასულიყავიდა მომზადებულიყავი
და შენ კიდევ სირბილი გეზარებოდა და მოედნის ცენტრში იდექი :)
las
22 სექტემბერი 2023 15:05
28
შესთავაზეს და ლეომ უარი უთხრა?! მესის ხელფასს რო უთვლით, რა ნაკლები ხელფასი აქვთ: როლანდოს, კილიანს და იგივე ნეიმარს? ბოლოსდაბოლოს მესი სუპერ ვარსკვლავია და შესაბამისი ხელფასიც უნდა ქონდეს, რაა ამაში გასაკვირი? უბრალოდ ჩასაფრებულის პოზიციაზე, რომ ხართ ლეო მესიზე, აღარ დაიღალეთ? აღარ ამოგივიდათ ყელში? და ამის მერე სექტანტებს სხვას ეძახით?
lass
23 სექტემბერი 2023 11:56
0
კრივში და ოქტაგონშიც კი,დამარცხებული,გამარჯვებულს ულოცავს და სიტყვიერად რომ მიელოცათ,ელემენტრული ზრდილობაა.რა,მესი იმას ჩივის,არ დამაჯილდოვესო?მოლოცვითაც კი არ მოულოციათო!ბევრი ფული,კარგ კაცობას არ ნიშნავს.სწორედ ამიტომ ვერ ხდება გრანდად,პსჟ და ვერც გახდება,მაგ ხალხის ხელში.სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც,მილიონერი გახდა,მაგრამ მაინც ჩარჩ მეჯღანუაშვილად დარჩა.გაღარიბებული რაინდიძე კი,რაინდად.
სოსო
22 სექტემბერი 2023 22:29
0
ყველა გამოხმაურება
ლეო! პსეჟე რა მოსატანია, როცა ბარსამ ორჯერ უნამუსოდ გიღალატა? არა უშავს ეხლა მთავარია ტრავმა მოიშუშო და განაგრძო საფეხბურთო სპექტაკლების ჩვენება! წარმატებები ლეგენდავ!
გია
22 სექტემბერი 2023 11:47
4
დურაკ!სად ფელიქსი და სად ლეო მესის შედარება? აბა და შენ გყავს რა?
ლასს
22 სექტემბერი 2023 17:30
0
ბარსელონამ მესის მიცა ყველაფერი ტუ რამე არსებობს ფეხბურთელისთვის.
დასამადლებელი არაფერი აქვს.
გაწყდა კლუბი წელში მაგის ხელფასების და პრემიების გადახდით :)
აგერ ფელიქში 400 ათასად თამაშობს წელიწადში.
როგორ გგონიატ მესი დათანხმდებოდა ამას? არა ბატონო 400 მილიონზეც არ იყო თანახმა
las
22 სექტემბერი 2023 15:08
13
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული