Sky Sports-ის კომენტატორის, ლუკა მარჩეჯანის აზრით, "პარტენოპეიმ" ტიბო კურტუას არყოფნით უნდა ისარგებლოს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა კარის დარაჯმა სეზონის დაწყების წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დიდი დრო გაუცდება, მის შემცვლელად კი "სამეფო კლუბმა" "ჩელსიდან" იჯარის წესით კეპა არისაბალაგა დაიმატა.
"რეალი" შესანიშნავი გუნდია. დიდი შანსია ამ მატჩში გადამწყვეტი ჯუდ ბელინგემის ფაქტორი აღმოჩნდეს.
"ჯუდს შეუძლია იმოქმედოს როგორც მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე 10-იანის პოზიციაზეც. ხოსელუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ვინისიუსი ტრავმიდან დაბრუნდა. "რეალს"
მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტის გუნდს ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები აქვს. მაგალითად, "ბლანკოსმა" ტიბო კურტუას სათანადოდ ჩანაცვლება ვერ მოახერხა. ვფიქრობ, რომ კეპა არისაბალაგა არადამაჯერებელია. "რეალს" მილიტაო და ალაბაც აკლია. თუ "ნაპოლი" ამ უპირატესობით ისარგებლებს, მაშინ მადრიდელთა დამარცხების შანსები ექნებათ", - განაცხადა მარჩეჯანიმ.
"ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე "რეალმა" "ჟირონას" ადვილად მოუგო [VIDEO]