"ესაა სიტყვის თავისუფლება; ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოვცადე" - ესტონეთში სერბი მწვრთნელი პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ესტონეთში მინი-ფეხბურთის მწვრთნელი ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვისთვის გაათავისუფლეს.

7 ოქტომბერს ესტონური "სმსრაჰის" მწვრთნელი ვლადიმირ იოვანოვიჩი დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც სოციალურ ქსელში შემდეგი წერილი გამოაქვეყნა:

"დიდი ხნის სიცოცხლე! სერბები და რუსები სამუდამოდ ძმები არიან".

რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელის, ანდრეი გოლოვინის პოზიციას, კომპეტენტურმა ადამიანმა იოვანოვიჩის საქციელს არასწორი უწოდა.

"ჩვენ მწვრთნელის არასათანადო საქციელის გამო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში გამოიხატა, თანამშრომლობა შევწყვიტეთ" - განაცხადა ანდრეიმ.

ამ ამბავს თვითონ ვლადიმირიც გამოეხმაურა:

"მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც საკუთარი ტრადიციები აქვს ისევე, როგორც
ესტონელებს. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ამ ქვეყნად ვერავინ მეტყვის, თუ რა ვიფიქრო, სწორედ ესაა სიტყვის თავისუფლება. ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოვცადე".

მკითხველის კომენტარები / 30 /
მწვრთნელმა პირველ რიგში პატივი უნდა სცეს იმ ქვეყნის ტრადიციებს და მსოფლმხედველობას,სადაც მუშაობს.ესტონელებს არასდროს უყვარდათ ოკუპანტი რუსები და მათ გასაღიზიანებლად პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვა საჯაროდ,ნიშნავს ხარს რომ წითელი ნაჭერი აუფრიალო.ღირსი იყო გათავისუფლების და მიიღო კიდევაც.
status quo
13:45 10-10-2023
5
ყველაზე მეტად მახალისებენ სერბები! მაგარი შერეკილი ერი ყოფილა. "სერბები და რუსები სამუდამოდ ძმები არიან". თქვე გამოპრუტუნებულო ხალხო! თქვენ ხართ სამუდამოდ ძმები და ისტორიულად, ფილო-ონთოგენეზით, ნაღდი რუსების წინაპრები, 100%-ით ნაღდი ძმები - უკრაინელები ვინღაა?! ცოტა შეეშალათ რუსების გაგებით და ქვეყანას მიწასთან ასწორებენ, გენოფონდი ამოჟლიტეს. აი რა უქნეს მათ!!! სანამ ვაზელინი გაქვთ წასმული თავზე, რა თქმა უნდა ძმები ხართ. მაგრამ.... ვაი და ცოტა შაგეშალათ..., სერბებო... რას გიზამენ დღევანდელი ძმები... უკრაინა მონაგონი იქნება.
alexandre
13:26 10-10-2023
5

სიახლეები პოპულარული