"ესაა სიტყვის თავისუფლება; ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოვცადე" - ესტონეთში სერბი მწვრთნელი პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ესტონეთში მინი-ფეხბურთის მწვრთნელი ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვისთვის გაათავისუფლეს.

7 ოქტომბერს ესტონური "სმსრაჰის" მწვრთნელი ვლადიმირ იოვანოვიჩი დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც სოციალურ ქსელში შემდეგი წერილი გამოაქვეყნა:

"დიდი ხნის სიცოცხლე! სერბები და რუსები სამუდამოდ ძმები არიან".

რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელის, ანდრეი გოლოვინის პოზიციას, კომპეტენტურმა ადამიანმა იოვანოვიჩის საქციელს არასწორი უწოდა.

"ჩვენ მწვრთნელის არასათანადო საქციელის გამო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში გამოიხატა, თანამშრომლობა შევწყვიტეთ" - განაცხადა ანდრეიმ.

ამ ამბავს თვითონ ვლადიმირიც გამოეხმაურა:

"მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც საკუთარი ტრადიციები აქვს ისევე, როგორც
ესტონელებს. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ამ ქვეყნად ვერავინ მეტყვის, თუ რა ვიფიქრო, სწორედ ესაა სიტყვის თავისუფლება. ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოვცადე".

მკითხველის კომენტარები / 30 /
სიტყვის თავისუფლებაც რომ არასწორად ესმით ამ იმპერიალისტ ბრიყვებს.
მაგის გამო არავინ დაიჭერს, მაგრამ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთთან თანამშრომლობა არავის მოუნდებოდა და ესტონელებიც შესაბამისად მოიქცნენ.
Korben Dallas
18:34 09-10-2023
16
სიტყვის თავისუფლება ნორმალური საზოგადოების მიღწევაა, კაციჭამიები, მკვლელები და მათი მხარდამჭერები კი ჯერ უნდა განვითარდნენ ეგ თავისუფლება რომ მოიპოვონ. ეგრე სადაა, არაფერს აკეთებდე და სხვის მონაპოვარს ითხოვდე. პუტინს ხომ აღმერთებს, პუტინის ქვეყანაში კი ეგეთი კანონებია, რამ აღაშფოთა?
nika
21:06 09-10-2023
18

სიახლეები პოპულარული