La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფრანგი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს და ამ პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა ანტონიო კონტეა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის შესახებ მისმა მეგობარმა და ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ბრამბატიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტონიო "პარტენოპეის" სიამოვნებით გაწვრთნიდა.
"მე და კონტე მეგობრები ვართ. რამდენიმე დღის წინ მესიჯები გავცვალეთ. მისთვის "ნაპოლის" შესახებ არაფერი მიკითხავს, თუმცა ერთს ვიტყვი, თუ დე ლაურენტისი არჩევანს
აურელიომ გარსიას არჩევით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ანტონიო ახალი გამოწვევებისთვის მზადაა, თუმცა ხელმძღვანელობისგან გარკვეულ საკითხებზე გარანტიები დასჭირდება. ვგულისხმობ, სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის აქტიურობას. თუ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს, გუნდისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - განაცხადა ბრამბატიმ.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
"ტოტენჰემიდან" დათხოვნილი კონტე შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს