"შეცდომებს ვაღიარებ, თუმცა მოთამაშეები უნდა დამემორჩილონ" - "ნაპოლი" ახალ მწვრთნელს აღარ ეძებს?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელად ანტონიო კონტეს მოიაზრებდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა შეთავაზება იუარა, 72 წლის კინპროდიუსერის გეგმები შეიცვალა.

La Reppublica-ს ცნობით, დე ლაურენტისსა და გარსიას შორის საუბარი შედგა, სადაც ფრანგმა დაშვებული შეცდომები აღიარა, თუმცა დაიჩივლა, რომ მოთამაშეები მის მითითებებს არ ასრულებენ.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბის მფლობელმა რუდის ნდობა გამოუცხადა, თუმცა გადაწყვეტილება გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით კვლავ
გადაიხედება.

alt"გარსიას მხოლოდ ამ შემთხვევაში გავათავისუფლებ; ვინ მსურდა სპალეტის შემცვლელად?" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

alt8000 ევრო დღეში - ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს გარსია "ნაპოლიში" და რა თანხის გადახდა მოუწევს "პარტენოპეის", თუ ფრანგს დაითხოვს

altგარსია შესაძლოა ამ თვეში უმუშევარი დარჩეს - კვარაცხელიას დამრიგებლად სუპერშემტევითი ტაქტიკის მოყვარულ მწვრთნელს ვიხილავთ?

მკითხველის კომენტარები / 11 /
როცა მენეჯერი წუწუნებს დაქვემდებარებულნი არ მემორჩილებიანო, გავკარი ეგეთ მენეჯერს. ავტორიტეტი მხოლოდ შრომით არ მოიპოვება, ლიდერი უნდა იყო მოწოდებით, შემართებით, სულით, გულით და ა.შ.
ეს კიდენა არის ციყვი, ბლიყვი, უშნო და ლონდრე. ამის გაწვრთნილი ახლიდან გასაწვრთნელია.
მდააა...
20:13 14-10-2023
0
ასე როგორ უნდა გაიფუჭო ავტორიტეტი და შეირცხვინო თავი, რომ მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ მწვრთნელს არ უნდოდეს კლუბში მისვლა?
ბესო
15:02 14-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული