აზაროვის და გოჩოლეიშვილის გუნდის მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
"შახტარმა" მწვრთნელი პატრიკ ვან ლეუვენი თავის თანაშემწეებთან ერთად სამუშაოდან დაითხოვა, - ამის თაობაზე დონეცკური გუნდი საიტით იტყობინება.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "შახტარის" მწვრთნელის პოსტზე იგორ იოვიჩევიჩი 2023 წლის ივლისში შეცვალა, ახლა კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.

"შახტარი", რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, უკრაინის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე H ჯგუფში სამი ქულით მესამე პოზიციაზეა და 25 ოქტომბერს გასვლაზე „ბარსელონას" შეხვდება.

"მეშახტეების" მწვრთნელად, ალბათ, "ჰაიდუკის" ამჟამინდელ თავკაცს, ივან ლეკოს დანიშნავენ, იქამდე კი გუნდს სპორტული დირექტორი დარიო სრნა უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ დასრულდა ქართველთა ძირითადი
beqa
19:25 16-10-2023
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული