ფაჯოლი: ჩემი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ტონალის ბრალია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი საფეხბურთო მატჩებზე ფსონების განთავსებაში დამნაშავედ ცნეს და 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გამოძიება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის, სანდრო ტონალის წინააღმდეგაც მიმდინარეობს. იტალიური გამოცემების ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ნიუკასლის" ნახევარმცველს მკაცრი სასჯელი არ ასცდება, მის გარემოებას ფაჯოლის ჩვენებაც ამძიმებს, რომელიც აცხადებს, რომ მისი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სწორედ სანდრო ტონალის უკავშირდება.

"2021 წელს, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე, ტონალის ვუყურებდი, თუ როგორ აკეთებდა ფსონებს და ვ
კითხე, რას აკეთებდა.

მან კი მიპასუხა რომ იმავეს გაკეთება შემეძლო; დამარწმუნა, რომ არანაირი კვალი არ დარჩებოდა და ერთ-ერთ არალეგალურ საიტზე ანგარიშის გახსნა დამაძალა. პირველი ფსონი ჩოგბურთის მატჩზე გავაკეთე, შემდეგ კი ფეხბურთზე", - განაცხადა ფაჯოლიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლა თუ დააძალა 21 წლის ბავშვს 22 წლის მუტრუკმა..უნდა აპატიონ-უნებლიედ გააკეთა,მეტს აღარ იზავს.
Levani
20 ოქტომბერი 2023 17:10
0
:)))))
ჯარჯი
24 ოქტომბერი 2023 14:23
0
პირდაპირ ჩაუშვა რა! თუ ყომარი გინდათ გამოაგზავნეთ ფული და ვისზე რა დავდო, მე წავალ ტოტალიზატორში და დავდებ! ისე დავდებ, რომ ტოტალიზატორის ბილეთს ხუთი ბეჭედი ერტყმევა!
მწვრთნელი
20 ოქტომბერი 2023 14:29
0
დამაძალაო მაგრად ვიცინე, წარმოვიდგინე უნიტაზში რომ აყურყუმელავებდა და ეკითხებოდა:
- აბა დადებ?
- არა! არასოდეს!

და ბოლოს მაინც გატეხა და დაადებინა :- D
სხვა რამე
20 ოქტომბერი 2023 14:29
0
ა ასეთი უნდა კაცი
ნიკა
20 ოქტომბერი 2023 14:18
0
თუ თავისი გუნდის თამაშზე არ დადებს რა დანაშაულს ჩადის ვერ გამიგია.
jiji
20 ოქტომბერი 2023 14:29
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული