"იმედია, არ გამათავისუფლებენ" - "აიაქსის" მწვრთნელი ESPN-ს ესაუბრა

AutoSharing Option
ერედივიზიონის მე-9 ტურში "აიაქსმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში, ამჯერად "უტრეხთან" 3:4 წააგო და ბოლოსწინა ადგილამდე დაქვეითდა.

ESPN-თან საუბრისას ამსტერდამული გუნდის თავკაცმა მორის სტეინმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

"გოლები დასანან მომენტებში გავუშვით, პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისში. ამის შემდეგ გუნდმა ხასიათი და გამძლეობა გამოაჩინა, 3:2 დავწინაურდით, მაგრამ მერე კიდევ 2 გოლი გავუშვით.

88-ე წუთზე, როცა მოედანი 10 წუთით დავტოვეთ, რადგან თამაში შეწყდა, გასახდელში ვთქვი, რომ 1 ქულას მაინც უნდა გავფრთხილებოდით, თუმცა გამოვედით და წავაგეთ.

ახლა რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ გუნდთან ერთად
მუშაობის გაგრძელებაა. მსგავს მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ. იმედი მაქვს, რომ არ გამათავისუფლებენ. იცით, რა არის? ამ გუნდში ვხედავ ძალას, რადგან 0:2-დან 3:2 დავწინაურდით. თუ კიდევ წავაგებთ, უმძიმესი დარტყმა იქნება ჩემთვის, მაგრამ მე 24/7-ზე გუნდთან ერთად ვარ. თუ კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარიანტი ჩემთან გამომშვიდობებაა, მზად ვარ, დაკავებული თანამდებობა დავტოვო, ვინ ვარ მე, რომ არ დავეთანხმო?".

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე სტეინმა 90+1 წუთზე შემოიყვანა, უკვე მაშინ, როცა გუნდი აგებდა, ქართველმა შემტევმა კი ღირებული ვერაფერი მოასწრო.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ამსტერდამული გუნდი კვირის ბოლომდე 2 გასვლით პრინციპულ მატჩს გამართავს - 26 ოქტომბერს ჯერ ევროპა ლიგაზე "ბრაიტონს" ესტუმრება, შემდეგ კი, 29 ოქტომბერს, ეინდჰოვენის პსვ-ს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მარტო გინებებია ალბათ კომენტარებში და არ დებენ,იმიტოა ჯერ 0კომენტარი
Levani
17:39 23-10-2023
0
მაინცდამაინც ბომბი უნდა შეიტანოს ბაზაზე ეს მზე რომ მოხსნან?
ნავე
17:26 23-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული