"ლიონის" მწვრთნელმა კინაღამ თვალი დაკარგა, კანონი უნდა გამკაცრდეს" - ჯენარო გატუზო

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "მარსელის" ფანებმა "სტად ველოდრომისკენ" მიმავალ "ლიონის" ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, "ლიონის" მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო დაშავდა.

აღნიშნულ ფაქტს "მარსელის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოეხმაურა და ადგილობრივ მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

"ქომაგებმა ასეთი ქმედებები უნდა შეწყვიტონ. ფაბიო გროსოს ვესაუბრე, მითხრა, რომ კინაღამ თვალი დაკარგა. საბედნიეროდ, ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა მსგავსი სიტუაცია თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, "მარსელსა" და "ლიონს" შორის გადადებული მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ლგბტ ევროპა ზოგს ძალიან მაგრად რომ შეგყვარებიათ და იქ გაწევრიანების კანდიდატობაზე ტანისამოსს რომ იხევთ, დღეს რაცაა, რა ნაგავიცაა თქვენი თვალებით ხედავთ და ვერ იჯერებთ?! მერე როცა ცალი თვალით დაინახავთ გვიანი ხომ არ იქნება?!
ეხხხ!
17:56 03-11-2023
30
მარსელი მეორე ლიგაში უნდა დაქვეითდეს სხვა გუნდის გულშემატკივრებიც საფრთხეში არიან ერთი და მეორე მარსელის ფანობა სადაც ჩავა მეოქე გუნდის ფანებიც იგივეს მოუწყობენ
ნოდო
14:33 03-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული