ტრაგედია - კოპა ლიბერტადორესის ფინალში წაგების გამო "ბოკას" ფანმა თავი მოიკლა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" 23 წლის ფანმა მარსელო მორალესმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ შვილმა ეს ნაბიჯი საყვარელი კლუბის კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" მარცხის (1:2) გამო გადადგა. 

"როცა "ბოკა" აგებდა, მარსელო თავს სულ ცუდად გრძნობდა, ხან მოწყენილი იყო, ხან ჩხუბობდა. ამბობდა, რომ "ბოკა" ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და თავი გუნდის გამო მოიკლა. არ მეგონა, თუ ჩემი შვილი ამას გააკეთებდა. ცოტა ხნის წინ მამას უთხრა, "ჩვენი კლუბი თუ ფინალს წააგებს, თავს მოვიკლავ!" გვეგონა, ხუმრობა იყო. დაე, ახალგაზრდა ადამიანებმა გაიგონ; დაე, მათი ოჯახები
დაფიქრდნენ," - განაცხადა დედამ Crónica TV-სთან საუბარში. 

"ბოკა ხუნიორსი" კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" დამატებით დროში, 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მანდ უფრო სხვა ამბავია ჩანს და ტოტალიზატორში დიდი ფულის წაგების სუნი ასდის.
საყვარელი გუნდის წაგების გამო თავს არავინ იკლავს. ამის გაფიქრებაც კი იმდენად იდიოტიზმია რომ სასაცილოა. სულ წიხლზე კიდიათ მილიონერ ფეხბურთელებს თავისი გულშემატკივრები და თვითონ არ ნერვიულობენ წაგებაზე.
Superman
13:54 07-11-2023
18
არგენტინამ მოიგო მსოფლიო და მაგის სიხარულიც არ ეყო რომ გადაეფარა ეს დეპრესია?!...ფეხბურთია ხან მოიგებ ხან წააგებ ..მთავარია პოეტურ ფეხბურთს არავინ თამაშობს ბეისბოლს და ჟოპასტენკას დაემსგავსა ფეხბურთი
თემო
20:08 07-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული