"სულელი ხარ!" - სკანდალი აზერბაიჯანში, ჟურნალისტები საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

AutoSharing Option
საჯარო ასოციაცია "აზერბაიჯანის სპორტული ჟურნალისტები" ნაკრების მთავარი მწვრთნელის,  ჯანი დე ბიაზის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე შემდეგშია: აზერბაიჯანი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე ბელგიასთან 0:5 განადგურდა, მატჩის შემდეგ კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი არაეთიკურად მოიქცა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სულელი უწოდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია დატოვა.

Azerisport.com-ი წერს, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გმობს ბიაზის ამ საქციელს და მისგან ბოდიშს მოითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერბაიჯანისა არ ვიცი,მაგრამ საქართველოში,არათუ ჟურნალისტიკის გაგებაში არ არიან,ეგრეთწოდებული ჟურნალისტები,არამედ წესიერად,წერა და კითხვაც არ იციან.მათი უმრავლესობა,სამწუხაროდ,სწორედ ასეთია.სწორედ ამიტომ,ცარიელი თავები მაღლა უჭირავთ და ალბათ ჰგონიათ,მათ სიცარიელეს,ასე უფრო ვერ შეამჩნევენ.
სოსო
23 ნოემბერი 2023 00:10
1
მეტის ღირსია კალოშებთან რო აიზილა ფულის გამო ...
გიო
21 ნოემბერი 2023 19:07
5
დავიდუს, ეს კრიტიკოსები ყველაზე მაგარი ფეხბურთელები, მწვრთნელები და პრეზიდენტები (არა მარტო ფედერაციის) არიან და სხვა როგორ მოეწონებათ?!
გიორგი 11
21 ნოემბერი 2023 17:03
5
და თუ ჟურნალისტი მართლა სულელია? ჩვენთან რა, ცოტანი არიან სულელი ჟურნალისტები?
გოგია
21 ნოემბერი 2023 16:53
5
ერთი რამე მაინტერესებს, ამ 30 წლის განმავლობაში ,რომელიმე ფედერაციის გუნდზე გითქვიათ ნორმალური არისო? რავა ყველგან მტერს დივერსიას და სხვა უბედურებას ვეძებთ?! პეპე მოიყვანეთ რა შეიცვლება? ცვლილებები უკვე არის ჩვენი ფეხბურთელებ ნელნელა ნორმალური გუნდებში მიიწვიეს, შედეგიც იქნება
დავიდუსი
21 ნოემბერი 2023 14:08
31
ყველა ქვეყანას შერჩა ღირსება საქართველოს გარდა!!თქვენც მოითხოვეთ ქართველო ჟურნალისტებო განმარტება და ბოდიში ფედერაციისგან და სამწვრთნელო შტაბისგან, იმ დივერსიაზე რაც ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე!!!!
!
21 ნოემბერი 2023 13:35
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული