დაპატიმრებული პრეზიდენტის ნაცვლად - შევჩენკო შეიძლება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას სათავეში ჩაუდგეს

AutoSharing Option
11 დეკემბერს ანდრეი შევჩენკო ოფიციალურად წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი იგორ ბურბასი თავისი ტელეგრამ-არხით ავრცელებს.

კანდიდატად რეგისტრაციისთვის შევჩენკოს ოცდაშვიდი მუდმივი წევრიდან მინიმუმ ცხრის შესაბამისი განცხადება სჭირდება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 26 დეკემბერია.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის რიგგარეშე კონგრესი 25 იანვარს ჩატარდება, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, შევჩენკოს პრეზიდენტად არჩევა უკვე გადაწყვეტილია.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ანდრეი პაველკო და გენერალური მდივანი იური ზაპისოცკი ამჟამად დაკავებული არიან. მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Esaa ukraina-yvelgan sportshi, politikasa tu nebismier sferoshi omshi myofi qveyana korufciashi ixrhoba...
Alexis
22:26 07-12-2023
25
და ჩვენ როსღა გვეღირსოს გაღვიძება?!...
დდდ
22:33 07-12-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული