უკრაინის ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ, ოფიციალურად წარადგინა თავისი კანდიდატურა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, - იტყობინება ჟურნალისტი იგორ ბურბასი.
შევჩენკოს პრეზიდენტად არჩევა გადაწყვეტილია. ამიტომ, მის გარდა, საკუთარი კანდიდატურა არავინ წამოაყენა.
ასოციაციის რიგგარეშე კონგრესი 25 იანვარს ჩატარდება და შევჩენკოს პრეზიდენტად ასარჩევად დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
დაპატიმრებული პრეზიდენტის ნაცვლად - შევჩენკო შეიძლება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას სათავეში ჩაუდგეს